აქტუალური
„მიუღებელია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაცია და მილიტარიზაცია“ – აშშ-ის საელჩო

 საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის მერვე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 "საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მე-8  წლისთავზე  მივესალმებით მათ, ვინც იცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, და ვიმეორებთ სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის სიტყვებს,  ნათქვამს 2016 წლის ივლისში მისი საქართველოში ვიზიტით ყოფნისას: „ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მიუღებელია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაცია და მილიტარიზაცია. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბრუნება კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებლად  განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა", - ნათქვამია განცხადებაში.