საზოგადოება
„რუსეთმოძულე სააკაშვილმა ჯერ - ტერიტორიები, ომის შემდეგ კი ყველა სტრატეგიული ობიექტი გადასცა რუსეთს“ - მჟავანაძე 08.08.08 ომის შესახებ

 საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ 2008 წლის 8 აგვისტოს გახსენებისას და „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მიერ იმ, „ნაცმოძრაობის“ დამფუძნებლისა და ლიდერის – მიშა სააკაშვილის მიერ გაჩაღებულ ომში დაღუპული სამხედროების საფლავების მონახულების კომენტირებისას განაცხადა.

 “არასდროს არცერთ მეფეს თუ ხელისუფალს საქართველოს ისტორიაში ჯარი არ დაუძრია  ისეთი მტერის წინააღმდეგ, რომელთან ბრძოლისას  გამარჯვების არანაირი შანსი არ იყოსააკაშვილმა კი, იცოდა რა, რომ რუსეთი ჩაერთვებოდა ცხინვალში ქართული შენაერთების შესვლის შემთხვევაში, ქართველი ბიჭები  სიკვდილზე გაუშვა. როცა ჯარს განგრეულ კაიფში მყოფი კეზერაშვილი დადიდი  სამხედრო სტრატეგიუგულავა ხელმძღვანელობდნენ, რა გამარჯვების იმედი უნდა გვქონოდარომ არა საქართველოს პატრიარქი, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც შევიდა ომისშემდგომ ცხინვალში დაღუპულების გამოსაყვანად, საინტერესოა, ვის საფლავებზე მივიდოდა დღეს ნაცხროვა მორიგი შოუს  გასაკეთებლად. კურღლებივით გაქცეული სამხედრო ხელმძღვანელობა და ხელისუფლება, რომლებმაც ქართული სოფლები ჩააბარეს მტერს სამაჩაბლოსა და კოდორში, რუსთაველის პროსპექტზე გამარჯვებას ზემობდნენ - რუსეთის სახე ვაჩვენეთ მსოფლიოსო.

 ეს იყო სააკაშვილის მიერ წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯი, რომელიც  ქვეყნის განადგურებას ისახავდა მიზნად. რუსეთმოძულე სააკაშვილმა ჯერ - ტერიტორიები, ომის შემდეგ კი ყველა სტრატეგიული ობიექტი გადასცა რუსეთს. ბოლოს კი მხარი დაუჭირა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლას.

 სირცხვილია, რომ ქართველი ბიჭების განადგურების და ტერიტორიების დაკარგვისთვის ჯერაც პასუხი არავის უგია“, – განაცხადა მჟავანაძემ.