სამართალი
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები სამცხე-ჯავახეთში გიორგი კოპაძე, ენზელ მკოიანი და გედევან ფოფხაძე იქნებიან

 საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

ახალციხესა და ადიგენში “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იქნება ახალციხის მერი გიორგი კოპაძე.

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ქართულმა ოცნებამ“ დეპუტატი ენზელ მკოიანი წარადგინა.

ბორჯომსა და ასპინძაში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ასევე დეპუტატი გედევან ფოფხაძე.