აქტუალური
პრემიერი კვირიკაშვილი: „მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს!“

 საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  2016 წლის 8 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც პატივი მიაგო საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი მიშა სააკაშვილის მიერ გაჩაღებულ 08.08.08 ომში დაღუპულთა ხსოვნას.

 "რუსული ოკუპაციის შედეგად საქართველოშ ჩვენივე მოქალაქეები დევნილებად იქცნენ... 8 წელი გავიდა ყველაზე ტრაგიკული მოვლენის შემდეგ საქართველოს უახლეს ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო სულ რამდენიმედღიანი ომი, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო. ქედს ვიხრი ყველა ადამიანის წინაშე, მათ შორის როგორც ჯარისკაცების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის, რომლებიც ამ ძალიან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპნენ, შეეწირნენ რუსეთის ოკუპაციას", - განაცხადა პრემიერმა.

 „ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემორიგების პროცესს, რომელსაც სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს. ჩვენი ქვეყანა უნდა გავხადოთ ყველასთვის მიმზიდველი, ყველასთვის საინტერესო და, რა თქმა უნდა, ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით უნდა შევძლოთ,  ქვეყანა გაერთიანდეს. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რათა საქართველოში აღარასოდეს განმეორდეს ეს სისხლისღვრა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.