აქტუალური
ლევან იზორია: „თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა ნაწილში გარკვეული პრობლემები დამხვდა“

 საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. ლევან იზორიას განცხადებით, ეს განსაკუთრებით ჯარისკაცთა კვებას და მათ სამხედრო ფორმებს უკავშირდება.

 "ყველა ნაწილში, სადაც ურთიერთობა მაქვს სამხედროებთან, არის, სამწუხაროდ, გარკვეული პრობლემები. ჯარისკაცს სჭირდება ის, რომ იგრძნოს სახელმწიფოსგან მზრუნველობა", - განაცხადა იზორიამ.

 გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, აღნიშნული პრობლემები ნამდვილად არსებობს. მისივე თქმით, ამის შესახებ საქმის კურსში იყო თავდაცვის წინა მინისტრი და მათ გადასაჭრელად სისტემური მიდგომებია საჭირო.