აქტუალური
“აშშ-ის ეკონომიკის მდგომარეობა დიდი დეპრესიის დროიდან ყველაზე უარესია!” - სტივენ მილერი

 საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. დონალდ ტრამპის უფროსმა პოლიტიკურმა მრჩეველმა სტივენ მილერმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა მე-20 საუკუნის დასაწყისის დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე უარესია. “ჩვენ ეკონომიკური აღდგენის ყველა უარესი პერიოდის პირობებში აღმოვჩნდით დიდი დეპრესიის დროიდან. ზრდის ტემპმა 1,2% შეადგინა. ეს უკვე მესამე კვარტალია, როდესაც ეკონომიკური ზრდის ტემპი 2%-ზე ნაკლებია. მშრომელების უმრავლესობა დღეს იღებს ხელფასს, რომელიც ნაკლებია, ვიდრე 1970-იან წლებში იყო, ოჯახური შემოსავალი კი ობამას ადმინისტრაციის დროს წელიწადში 2 ათასი დოლარით შემცირდა”, - მილერის განცხადებიდან ნაწყვეტს ციტირებს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.

 თავის მოხსენებაში მრჩეველმა აღნიშნა, აგრეთვე, რომ აშშ-ში ბინათმფლობელების რიცხვი ბოლო 51 წლის განმავლობაში ყველაზე მცირეა. “102 მილიონი ადამიანი ან შრომის ბაზრიდან გავიდა, ან უმუშევარია. ბოლო თვეში საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა თითქმის 45 მილიარდი დოლარი შეადგინა, ანუ 8,7%-ით გაიზარდა”, - დასძინა მილერმა.