უცხოეთი
საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. ჩინეთი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს G20–ის შეხვედრაზე მთავარ სტუმრად მიიჩნევს. სანდო წყარომ – ჩინელმა დიპლომატმა, რომლის სიტყვებსაც ეყრდნობა Newsweek-ი, განაცხადა, რომ „რუსეთი მსოფლიოს მთავარი განვითარებადი ეკონომიკაა, მისი დასწრება სამიტზე ძალიან მნიშვნელოვანია“.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი და პუტინი სამიტის ველებზე ცალკე შეხვედრას გამართავენ. მათ არაჩვეულებრივი პირადი ურთიერთობები აქვთ.