უცხოეთი
კანდიდატიც ასეთი უნდა! ჰილარი კლინტონსა და „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთი და იგივე სპონსორი ჰყავთ!

 საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. „საუდის არაბეთსა და ჰილარი კლინტონს, საუდის არაბეთსა და კლინტონების ფონდს შორის ურთიერთობების მასშტაბი ძალიან დიდია. სავარაუდოდ, საუდის არაბეთი კლინტონების ფონდის უმსხვილესი, ცალკე აღებული დონორია. ნახეთ რა პოლიტიკის მომხრე იყო იგი შეიარაღების ექსპორტის საკითხში, როცა სახელმწიფო მდივნის პოსტი ეკავა. ის ძალიან კეთილგანწყობილი იყო საუდის არაბეთის მიმართ“, – განაცხადა ასანჟმა RT–თან ინტერვიუში. WikiLeaks–ის დამფუძნებელმა ასევე კომენტარი გაუკეთა ფრანგული პრესის პუბლიკაციებს იმის შესახებ, რომ კლინტონების ფონდის სპონსორი, სამშენებლო მასალების მწარმოებელი „ლაფარჟი“, თითქოსდა ფულად სახსრებს უგზავნიდა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“. ასანჟმა, ფრანგულ გამოცემებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ კომპანია „ლაფარჟი“ სირიის კონფლიქტში ჩათრეული აღმოჩნდა.

 „La Monde–ს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ უჩვენა, რომ კომპანია ისლამურ სახელმწიფოს ე. წ. გადასახადებს უხდიდა, რათა თავისი საქმიანობა განეხორციელებინა სირიის გარკვეულ რაიონებში. ისინი ტერორისტებთან სხვადასხვა კომერციულ გარიგებებს ახორციელებდნენ, სულ ახლახან კი 2015–2016 წლებში „ლაფარჟების“ ფული კლინტონების ფონდში ირიცხებოდა“, – აღნიშნა მან. ასანჟმა განმარტა, რომ ჰილარი კლინტონსა დ ა“ლაფარჟს“ დიდი ხნის ურთიერთობები აკავშირებდათ, კერძოდ, კლინტონი კომპანიის დირექტორთა საბჭოში შედიოდა.