საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში მისი ინტერესების გამტარებელი ერთბაშად ორი პოლიტიკური დაჯგუფების ორგანიზება მოახდინა. „ისინი რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის დასავლური სტრუქტურის ნაწილს წარმოადგენენ“, – განმარტავენ მომხდარის სარჩულს პოლიტოლოგები. აქვთ თუ არა უკრაინაში სააკაშვილის მხარდამჭერ ძალებს პერსპექტივები?
ოდესის ფუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრენი და ზოგიერთი სახალხო დეპუტატი, მათ შორის პეტრე პოროშენკოს ბლოკიდან, ოქტომბრის დასაწყისისთვის ახალი პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებას გეგმავენ, განაცხადა პარასკევს უკრაინის უმაღლესი რადის არაფრაქციულმა დეპუტატმა ვიქტორ ჩუმაკმა – მისი შექმნის ერთ–ერთმა ინიციატორმა.
„ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, რაღაც ეტაპზე მისი ლიდერი შეიძლება მიხეილ სააკაშვილი გახდეს. დღეს ამ „ბორდის“ ხელმძღვანელი დროებით მე გახლავართ, – განაცხადა ჩუმაკმა, – ეს შეიძლება იყოს დავით საყვარელიძე, კასკო, ყრილობამ შესაძლოა აირჩიოს ლიდერი ან ლიდერთა ჯგუფი. თუ ვინ იქნება ეს, ყრილობაზე გავიგებთ“.