აქტუალური
რუსი მორაგბეების თანადგომა მერაბ კვირიკაშვილს (ვიდეო)

  საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. სარაგბო კლუბი „ენისეის“ მორაგბეებმა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრის მერაბ კვირიკაშვილის მხარდამჭერი ვიდეო (იხ. აქ) გაავრცელეს:

 „მერაბ, ვიცით, რაც მოხდა. ვხვდებით, რომ არანაირ სიტყვებს არ შეუძლიათ შენი ტკივილის შემსუბუქება, მაგრამ იცოდე, რომ მარტო არ ხარ. ჩვენ შენს გვერდით ვართ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი მეუღლე. ძლიერი უნდა იყო, შენ შვილები გყავს. ყველაფერი კარგად იქნება. ამ რთულ დროს ჩვენ ყველანი შენს გვერდით ვდგავართ”, - ნათქვამია ვიდეოში.