აქტუალური
„ლგბტ ადამიანები ჰომოფობიურად განწყობილ პარტიებს ხმას არ მისცემენ“ - ბიწაძე

 საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის კონსტიტუციით განსაზღვრასთან დაკავშირებით საქართველოში, შესაძლოა, რეფერენდუმი ჩატარდეს. ეს მოთხოვნა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტს დასამტკიცებლად უკვე გადაუგზავნა. აღნიშნულ საკითხზე ასოციაცია თემიდას აღმასრულებელმა დირექტორმა კობა ბიწაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა:

 „ჰომოფობია - ეს არის ხმებზე ნადირობის ერთ-ერთი კარგი საშუალება. რადგან ვიცით, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ჰომოფობიურად არის განწყობილი, შესაბამისად, სპეკულირება ხდება ხოლმე ლგბტ საკითხების. ჰომოფობიის ტირაჟირება იწყება ყოველი არჩევნების მოახლოებისას.  პოლიტიკოსებს ავიწყდებათ, რომ ლგბტ ადამიანებიც ამომრჩევლები არიან, რომლებიც ჰომოფობიურად განწყობილ პარტიებს ხმას არ მისცემენ. მაგალითად, 2012 წელს  საპარლამენტო არჩევნებშიქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამხელმოწერების შეგროვება დაიწყო გეი ქორწინების წინააღმდეგ, მაგრამ მათ ვერ მოაგროვეს საკმარისი ხმები.

 მაშინ მოქალაქე გიორგი ჩხარტიშვილმა შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, რომელიც არ დააკმაყოფილეს, ამას უკვე მოჰყვა მთელი რიგი კამპანიების აგორება. თვითონ გიორგი ჩხარტიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარებს კიდეც, რომ ეს იყო გარკვეული პოლიტიკური პარტიების მიერ დაკვეთილი მცდელობა, რომ თემა წინასაარჩევნოდ წამოწეულიყო“, - აცხადებს კობა ბიწაძე.