საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. ჩინეთი რუსეთს დიდ და გავლენიან მსოფლიო სახელმწიფოდ მიიჩნევს და მასთან ურთიერთობებს თანასწორობის საფუძველზე აწყობს, განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გუი ცუნიუიმ.
„დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა რუსეთის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას ავლენს. ჩინეთს კი რუსეთი მუდამ მიაჩნდა დიდ და არა რეგიონულ სახელმწიფოდ“, – აღნიშნა მან. ამის შესახებ ТАСС იუწყება.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი პრობლემებს აწყდება, ჩინეთს უწინდებურად მიაჩნია რუსეთი მთავარ და გავლენიან ქვეყანად მსოფლიოში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და რფ თანაბარი არიან ქვეყნების ერთობლივი სიძლიერით“, – ხაზი გაუსვა დიპლომატმა.
გუი ცუნიუიმ განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი ბლოკის გარეშე პოლიტიკას აწარმოებენ, ამიტომ ორმხრივ ურთიერთობებს თანასწორობის პრინციპზე აგებენ.
შეგახსენებთ, რომაშშ–ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გასული წლის მარტში ჰააგაში გამოსვლისას რუსეთს „რეგიონული სახელმწიფო“ უწოდა.