უცხოეთი
თურქეთის სასამართლომ ფეთჰულა გიულენი დაუსწრებლად დააკავა

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. სტამბოლის სასამართლომ აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის დაკავების ოფიციალური ორდერი გასცა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, გასულ თვეში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორი სწორედ გიულენია.

თურქმა მაღალჩინოსნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ვაშინგტონმა გიულენი თურქულ მხარეს უნდა გადასცეს. თავად გიულენი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან რაიმე კავშირს უარყოფს.