აქტუალური
„პრეზიდენტი რეფერენდუმის დანიშვნის საკითხზე ზეწოლის ქვეშ არის“ - სანდრო ბრეგაძე

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. ქორწინების შესახებ რეფერენდუმის საკითხის ერთ-ერთი ინიციატორი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტზე ხორციელდება ზეწოლა ჰომოსექსუალების უფლებების დამცველი ორგანიზაციებისგან და საქართველოში აკრედიტირებული ზოგიერთი დიპლომატიური უწყებისგან. ისინი მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას ქართველი ერის ნების გამოხატულება და ამ საკითხის რეფერენდუმზე გატანა. ეს გახლავთ ჩვენს ხელთ არსებული გადამოწმებული იფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ პირადად პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკმაოდ მაღალი ჩინის ადამიანებისგან, რომლებიც აზროვნებენ ქართულად, ეროვნულად და რომლებისთვისაც მიუღებელია ის ზეწოლა, რასაც საქართველოს პრეზიდენტი განიცდის” , - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

 „მოწადინებული ვართ, რომ აშშ-სთან საქართველოს ჰქონდეს მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა, მაგრამ თუკი დადასტურდება და არსებობს სერიოზული ინფორმაციები იმის შესახებ, რომ აშშ-ის ახლანდელი ელჩი იან კელი ერევა ამ საქმეში და ის ახდენს გარკვეული ტიპის ზეწოლას საქართველოს პრეზიდენტზე, მაშინ თავად აშშ-ს ადმინისტრაციას მოუწევს გარკვეული ტიპის გადაწყვეტილების მიღება თავის დიპლომატიურ კორპუსთან დაკავშირებით”, - განაცხადა ბრეგაძემ.