უცხოეთი
საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. თეირანში თვითმფრინავით გაგზავნილ 400 მლნ დოლარს არავითარი კავშირი არ აქვს ამერიკის ოთხი მოქალაქის გათავისუფლებასთან, აცხადებენ თეთრ სახლში. ვაშინგტონს არ გადაუხდია გამოსასყიდი და არც მომავალში აპირებს ამის გაკეთებას. ამის შესახებ, როიტერის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა.
„აშშ-ს, ობამას პრეზიდენტობისას, არასოდეს გადაუხდია გამოსასყიდი ირანში უსამართლოდ დაკავებული ამერიკელების გასათავისუფლებლად. ჩვენ არც მომავალში გადავიხდით გამოსასყიდს“, - განაცხადა ერნესტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.