აქტუალური
„პაპუაშვილის განცხადებები შეესატყვისება სააკაშვილის სცენარს საქართველოში არჩევნებამდე არეულობის შესახებ!“ – სუბარი

 საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილმა იცის, რომ საპარლამენტო არჩევნებს წააგებს და არასაარჩევნო გზებს ეძებს, თუმცა ყველა მცდელობა წყალში ჩაეყარა.

 "ძალიან ცუდია, რომ მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია. ეს გააკეთა, პირველ რიგში, მისმა თავმჯდომარემ. მაგრამ ყველაფერი დალაგდება, დროებითი მოვლენაა. ადამიანები ინსტიტუციების ბედს ვერ განსაზღვრავენ დიდი ხნით. ინსტიტუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის გარანტი და იქნება კიდევაც, როგორც კი იქიდან პოლიტიკური მოთამაშეები გავლენ. დღეს, სამწუხაროდ, იქ პოლიტიკური მოთამაშე  ძალიან ბევრია”, - განაცხადა მინისტრმა.

 ეკა ბესელიამ გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ დაწერილი იყო საკონსტიტუციო რევოლუციის სცენარი, რომლის განხორციელება ვერ შეძლო კონკრეტულმა პირმა.