უცხოეთი
სააკაშვილმა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ბრალდებებს უპასუხა

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკვირს, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მისი მიმართვების ანალიზისთვის დრო გამონახა.

 როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მას ვერანაირი ჯარიმა ვერ შეაშინებს

 „
ცოტათი მიკვირს, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელსაც ნამდვილად დიდ პატივს ვცემ, აქვს იმდენი დრო და რესურსი, რომ საქართველოში არსებული სრულიად უკანონო ვითარების ფონზე, როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ილახება ადამიანების უფლებები, აშინებენ მოსამართლეებს და ხდება მოქალაქეების დატერორება, აანალიზოს ჩემი გამოსვლები და მიმართვები.

 გთხოვთ, გაიხსენოთ, რის საფუძველზე ჩამომერთვა მოქალაქეობა და ჩაუღრმავდეთ ამ გადაწყვეტილების ნამდვილ მიზეზებს. კანონი უზენაესია ჩემთვის, თუმცა, ოთარ ჭილაძის ფრაზა მახსენდება: “მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია”. სადაც არ უნდა ვიყო, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვმოღვაწეობდე, ვრჩები ჩემი ქვეყნის ერთგული. საქართველოს მოქალაქეობა რუსი ოლიგარქის მარიონეტების მიერ ხელმოწერილი ფარატინა დოკუმენტით არ განისაზღვრება.

 ვერანაირი ჯარიმა ვერ შემაშინებს, რომ ვებრძოლო იმ დიდ უსამართლობას, რომელიც ახლა ჩვენს სამშობლოშია
“, - წერს სააკაშვილი

 საია-ში მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილმანაციონალური მოძრაობისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე, ბათუმის მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვით წინასაარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა დაარღვია.

 არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომსაარჩევნო კოდექსისთანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს. აღნიშნულის გამო, საია უსკო- მიმართავს, სააკაშვილის წინააღმდეგ, წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობისთვის გათვალისწინებული სანქცია გამოიყენოს, რაც 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გულისხმობს.