უცხოეთი
შვეიცარიამ ევროკავშირში გაწევრებაზე უარი განაცხადა

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. შვეიცარიამ ოფიციალურად შეატყობინა ბრიუსელს იმის შესახებ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი უკან გააქვს. ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დიდიე ბურკჰალტერმა განაცხადა.

განაცხადი შვეიცარიამ 1992 წელს წარადგინა. „ჩვენ გაგვაჩნია ფუძემდებლური ორმხრივი შეთანხმებები ჩვენს ყველაზე ახლო პარტნიორ ევროკავშირთან, თუმცა მასში გაწევრიანება არ გვსურს. ფედერალურმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს არჩევანი, რის შემდეგაც წერილობითი შეტყობინება ევროკავშირს მიეწოდა, რათა დადასტურებულიყო, რომ 1992 წლის განაცხადმა ძალა დაკარგა ევროპული ეკონომიკური სივრცის საკითხზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგად და ამის საფუძველზე განაცხადი გაწვეულად ითვლება. ამავე დროს, ქვეყნის მთავრობა ადასტურებს მტკიცე სწრაფვას, განაგრძოს და განავითაროს ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობები“,– აღნიშნა ბურკჰალტერმა. 15 ივლისს განაცხადის გაწვევას კანტონების საბჭომშვეიცარიის პარლამენტისმცირე პალატამდაუჭირა მხარი. „დიდმა პალატამ“ – ეროვნულმა საბჭომ ანალოგიური გადაწყვეტილება მარტში მიიღო.