აქტუალური
„ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი საღი გონების პოლიტიკა იქნება“– ლევან იზორია

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. ჩვენი პოლიტიკა არ იქნება არავის მიმართ საფრთხის შემცველი“,  – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ახალმა მინისტრმა ლევან იზორიამ მისი წარდგენის დროს განაცხადა.

 „ეს გულისხმობს მშვიდობისა და უსაფრთხოების  უზრუნველყოფას და მეორე - საფრთხეებისა და რისკების შეკავებას, ჩვენი შესაძლებლობების მდგრადი განვითარებით და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით... ჩვენი პოლიტიკა არ იქნება არავის მიმართ საფრთხის შემცველი, მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის შესაძლებლობებზე მიმართული და ისიც, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად დახვეწით, რასაც, სწორედ ჩვენი პარტნიორების - ნატოს წევრი ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, წლების განმავლობაში მივაღწიეთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჯარი, სამხედრო უწყება, მაქსიმალურად იყოს მოშორებული პოლიტიკურ დაპირისპირებებს და ეს უნდა იყოს მაქსიმალურად დეპოლიტიზებული უწყება. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ უწყებიდან ყველაზე მეტად გამოდიოდეს ქვეყნის ერთიანობის სულისკვეთება“, - განაცხადა, თავის მხრივ, მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა.