უცხოეთი
უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით თურქეთმა ევროკავშირს მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა

 საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა გაუქმებულად მიიჩნევს ევროკავშირთან შეთანხმებას ლტოლვილების კრიზისის გადაჭრასთან დაკავშირებით, თუ თურქეთის მოქალაქეები ოქტომბრამდე ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმს არ მიიღებენ. ამის შესახებ მან გამოცემა Frankurter Allgemeine Zeitung–ს განუცხადა.

„ეს შესაძლოა იყოს ოქტომბრის დასაწყისი ან შუა რიცხვები, თუმცა ჩვენ განსაზღვრულ თარიღს ველოდებით“, – განმარტა მან.