პოლიტიკა
NDI: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 32% “ოცნებას” დაუჭერდა მხარს, 26% - "ნაცმოძრაობას"

 საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხული მოსახლეობის 32%, რომელსაც უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ არჩევნებზე აუცილებლად წავა, პასუხობს, რომ მხარს “ქართულ ოცნებას” დაუჭერდა, 26% “ნაციონალურ მოძრაობას” ასახელებს, 35%–მა ჯერჯერობით არ იცის, ვის მისცემს ხმას.

NDI-ის კითხვაზე - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს? - გამოკითხული მოსახლეობის 19% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 15% - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 5-5% - „სახელმწიფო ხალხისთვის“ და „პატრიოტთა ალიანსს“. 27% არცერთ პარტიას არ ასახელებს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ კვლევა 8 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით ჩატარდა და სულ 4 113 ადამიანი გამოიკითხა.