“აშშ-ში ჰილარი კლინტონის გამარჯვება საქართველოში მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებას უდრის”
“საქინფორმის” მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი პოლიტიკურ პროგნოზებს გვიზიარებს მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით: საპარლამენტო - საქართველოში 8 ოქტომბერს და საპრეზიდენტო - აშშ-ში 8 ნოემბერს.
- რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის გამოსვლაში ფორუმზე “აზრთა ტერიტორია კლიაზმაზე”, კერძოდ, განაცხადა: “მე ძალიან მიყვარს საქართველო! სამწუხაროდ, ჩემი სტატუსის გამო იქ ჩასვლის შესაძლებლობას მოკლებული ვარ, მაგრამ ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც იქ დადიან. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა პრობლემას გადავწყვეტთ. უკვე იგრძნობა, რომ ურთიერთობაში უფრო მეტი საღი აზრია. განახლდა ვაჭრობა. ეს სწორი ტენდენციაა. საკითხები გადაიჭრება, ამაში დარწმუნებული ვარ. ხალხებმა თვითონ უნდა მოილაპარაკონ ერთმანეთთან და მათ პატივი უნდა ვცეთ. მე მგონია, რომ საქართველოში სწორედ ეს თვალსაზრისი პრევალირებს".
მანამდე ლავროვმა და კარასინმა განაცხადეს, რომ რუსეთში ინტერესით მიადევნებენ თვალს საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში.
ბატონო არნო, რისი იმედი აქვს და რას მოელის საქართველოსგან ოფიციალური მოსკოვი?
- მოსკოვი საქართველოსგან მოელის ურთიერთსიყვარულს. რუსეთში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების კეთილგონიერების და პოლიტიკოსების საღი აზრის იმედი აქვთ. ლავროვის ფრაზა - "მე ძალიან მიყვარს საქართველო!" - სწორედ ქართული პოლიტისტებლიშმენტისკენ არის მიმართული და მისი ქვეტექსტი შემდეგია: “ჰოდა, თქვენც შეიყვარეთ ის!”.
რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გამუდმებით ცდილობს, აშშ-ს, ევროკავშირსა და რფ-ს შორის გზააბნეულ” თბილისს მდგომარეობიდან გამოსვლის ღირსეული ფორმა შესთავაზოს. ეს გახლავთ პრეზიდენტ პუტინის მრავალგზისი განცხადებები საქართველოს ხელმძღვანელობასთან შესახვედრად მზადყოფნის შესახებ, კარასინის წინადადება - ერთად ვებრძოლოთ ტერორიზმს, და აი - ლავროვის წინადადება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ.
- “რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის მხრივ სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ ამ ურთიერთობის აღდგენის გზით შეიძლება”, - განაცხადა ლავროვმა ამავე ფორუმზე, მაგრამ აღნიშნა, რომ ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს: “დიპლომატიური ურთიერთობა ჩვენ არ გაგვიწყვეტია - ახლა ქართველი მეზობლებისა სვლაა”.
გადადგამს თუ არა პირველ ნაბიჯს საქართველოს ხელისუფლება, თუნდაც არჩევნების შემდეგ?
- რთული სათქმელია. “ბურთი თქვენს მხარეზეა” - გვეუბნება მოსკოვი და, არსებითად, საქართველოს ხელისუფლებას სამეტაპიან “საგზაო რუკას” სთავაზობს: დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, რასაც რუსეთის მხრიდან აუცილებლად მოჰყვება საპასუხო “პასი” - საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება. მერე კი დაიწყება მსჯელობა ერთადერთი დარჩენილი პრობლემის ირგვლივ - ეს გახლავთ აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხების გადაწყვეტა.
- მიგაჩნიათ, რომ საქართველოს გამთლიანების საკითხი გადაწყვეტადია?
- ახლახან თქვენ სიტყვასიტყვით გააკეთეთ პუტინის ციტირება - მისი სიტყვებისა პრიმაკოვის 80 წლის იუბილეზე 2009 წელს. ამაში წამითაც არ მეპარება ეჭვი, მაგრამ აქ მხოლოდ სურვილი არ კმარა, კომპეტენციაა საჭირო. ახლა ამას არ ჩავუღრმავდები, ეს ცალკე საუბრის თემაა, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დიდხანს ვერ იარსებებენ დღევანდელი სტატუსით და მესამე ვარიანტი აქ არ არსებობს: ისინი ან რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში უნდა შევიდნენ, ან საქართველოში უნდა დაბრუნდნენ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ მხარეზეა დამოკიდებული, სწორედ ამაზე მიგვანიშნებენ პუტინიც, ლავროვიც და კარასინიც.
- თქვენი აზრით, შესაძლებელია, საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოში ხელისუფლების სათავეში პრორუსული პოლიტიკური ძალები მოვიდნენ, რომლებიც “საჭეს ჩრდილოეთისაკენ” მიაბრუნებენ და რუსეთს სწორედ ამის იმედი აქვს?
- რუსეთის ხელმძღვანელობას, და, მით უმეტეს, მე, ასეთ მიამიტობას ნუ მოგვაწერთ. არ ვიცი, ვის გულისხმობთ “პრორუსულ პოლიტიკურ ძალებში”, სამაგიეროდ, ვიცი, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმეტესობას უნდა რუსეთთან მეგობრობის აღდგენა, მაგრამ საქართველოში ჯერ არ არსებობს საკმარისად სოლიდური პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ ინტერესებს წარმოადგენდა.
- მე ვგულისხმობ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დღეს რუსეთ-საქართველოს დიალოგს, ნეიტრალიტეტის პოლიტიკას უჭერენ მხარს და აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენის “გასაღები” მოსკოვში ”დევს”.
- ახლა მიგიხვდით, ვისაც გულისხმობთ. ეს ხალხი ათიოდე წლით “ჩამორჩა მატარებელს”. ცხადია, კარგია, რომ დიდი დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაიწყეს სწორად ლაპარაკი, თუმცა ბოლომდე არა. მაგრამ გასული წლების განმავლობაში ცხოვრება ერთ ადგილზე ხომ არ იდგა?! განა სსრკ-ის დაშლის შემდეგ, სააკაშვილის მოსვლის შემდეგ და ახლა პოლიტიკური სიტუაცია ერთი და იგივეა? ამიტომ ისინი, სულ ცოტა, ორი ნაბიჯით ჩამორჩებიან, როცა 10 - 20 წლის წინ აქტუალურ ლოზუნგებს გაიძახიან! თანაც, როგორც კი ლოგიკურ გაგრძელებამდე და სიტყვიდან საქმეზე გადასვლამდე მივალთ, აღმოჩნდება, რომ ისინი ფრაგმენტულად, ზედაპირულად აზროვნებენ, კეკლუცობენ და თავიანთ “უმანკოებას” თანდათანობით თმობენ. ამგვარი “აქტის” შედეგად “ბავშვი” მალე არ დაიბადება...
- განა თქვენ თვითონ არ მიუძღვენით მრავალი პუბლიკაცია იმის დასაბუთებას, რომ საქართველოსთვის მისაღებია სახელმწიფო და სამხედრო ნეიტრალიტეტი, რისთვისაც ექსპერტთა წრეებში “მისტერ ნეიტრალიტეტიც” კი შეგარქვეს?
- გაცილებით უფრო ადრე პირველმა ნეიტრალური სტატუსის სარგებლის შესახებ ალექსანდრე ჭაჭიამ განაცხადა. თუ არ ვცდები, ეს სსრკ-ის დაშლის შემდეგ, აფხაზეთის მოვლენებამდე მოხდა. თუმცა, ახლა ამას რაღა მნიშვნელობა აქვს? ჩემთვის, მაგალითად, მხოლოდ სასიხარულოა, რომ დაცალკევებული “პრორუსული”, როგორც თქვენ უწოდებთ, პოლიტიკოსები დღეს თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებენ ჩვენს ძველ სენტენციებს, მაგრამ “თეორია პრაქტიკის გარეშე მკვდარია”: რა დროს ნეიტრალიტეტია?! ჭაჭიას და მე ნეიტრალიტეტი ჩვენი სამშობლოს მთლიანობის შესანარჩუნებლად გვჭირდებოდა, მაგრამ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩამოშორების შემდეგ მას რამე აზრი აქვს?! რა ნეიტრალიტეტზეა ლაპარაკი, როცა აქ რუსეთის ორი სამხედრო ბაზაა განთავსებული?! ან იქნებ ამ პოლიტიკოსებმა უკვე სცნეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა? მაშინ ეს პირდაპირ თქვან და ამომრჩეველს ნუ ასულელებენ!
- რამდენადაც მახსოვს, აფხაზეთის ომის შემდგ პრეზიდენტი შევარდნაძე რაღაცას ამბობდა “პასიურ ნეიტრალიტეტზე”...
- პასიური და აქტიური პედერასტები არიან ხოლმე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ნეიტრალიტეტი კარგი საშუალება იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად, მაგრამ მის აღსადგენად გამოუსადეგარია!
საერთოდ, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ აშშ-მა, დაინახა რა ხალხის სწრაფვა თავისი ისტორიული და გეოგრაფიული მეზობლისაკენ, საგანგებოდ დააკომპლექტა “პრორუსული” ნიშა არაკრეატიული და ამბიციური ადამიანებით, რათა ეს ადგილი შემთხვევით პროგრესულმა და პრაგმატულმა პატრიოტებმა არ დაიკავონ, რომლებსაც პოზიცია არც 20, არც 10 წლის წინ და არც დღეს არ შეუცვლიათ. შედეგად ისევ დისკრედიტებულია იდეა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის და საერთო სახალხო რეფერენდუმის გზით საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის რევიზიის შესახებ.
- ბატონო არნო, მაშინ ლავროვის ოპტიმიზმი საერთოდ გაუგებარია - რომელი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს არჩევნებზე?
- საპარლამენტო არჩევნებზე, უდავოდ, ბიძინა ივანიშვილის პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” გაიმარჯვებს.
- მმართველი პარტია, რომელსაც საქართველოს ევროატლანტიკური კურსი უალტერნატივოდ მიაჩნია?! განა თქვენ თვითონ გამუდმებით არ აღნიშნავთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეუთავსებელია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაციასთან? ნატო საქართველოში რუსეთს აღიზიანებს...
- საქმე ის არის, რომ ნატოსთან დაკავშირებით დღეს საკმაოდ პიკანტური სიტუაცია შეიქმნა, რაც დამტკიცდა ვარშავის სამიტზე, რომელმაც საქართველოს ყველაფერზე უარი უთხრა! მაგალითად, რატომ დუმს ხიდაშელი და, ჩვეულებისამებრ, ცქმუტვა-ცქმუტვით არ ტყუის მიკროფონებთან თავისი “ბრწყინვალე მიღწევების” შესახებ?! რა იქნა მისი აპლომბი ვარშავის და პენტაგონში გამართული “გულითადი” საუბრების შემდეგ? სად არის ნატოს სწავლებისა და შეფასებების ცენტრის ოფიციალური სერტიფიკატი, რომლის ჩამოტანას ხიდაშელი ვარშავიდან დაგვპირდა?! სად არის სახელმწიფო დეპარტამენტის ხმამაღალი განცხადებები საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის შესახებ, რომელიც აუცილებლად მიიღებს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას და მისი წევრი გახდება?! ყოველივე ამის ნაცვლად საქართველოს მადლობას უხდიან ავღანეთისთვის და ახალ სახიფათო ანტირუსულ პროექტში ექაჩებიან - ეს გახლავთ შავ ზღვაზე უსაფრთხოების პლატფორმა, ანუ ნატოს შავი ზღვის ფლოტის შექმნა საქართველოს საზღვაო პორტებში ბაზირებით!
ევროკავშირმა კი 20 ივლისს აიძულა საქართველო, ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციებს შეერთებოდა და ეს უკანასკნელი აქტი არ არის, რომელთან მიერთებასაც გვაიძულებენ...
- რუსეთმა საპასუხოდ ქართული ღვინის და "ბორჯომის" ექსპორტი არ აკრძალა და დროებით "არ შეიმჩნია", უფრო მეტიც - ლავროვის მეგობრული განცხადებით უპასუხა. მაგრამ რუსეთს აღარ შეუძლია, "არ შეამჩნიოს" მემორანდუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობის გაღრმავების შესახებ, რომელსაც 2016 წლის 6 ივლისს თბილისში ხელი მოაწერეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
- ეს მემორანდუმი - ისეთივე ოქმია განზრახულებათა შესახებ, როგორიც ქარტია აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელსაც 2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში მოაწერეს ხელი სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და რუსი ბალერინას ნინო ანანიაშვილის იმპრესარიომ, შეთავსებით - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშაძემ. უბრალოდ, ამერიკის მიმავალ ადმინისტრაციებს ერთი ძველი და „ლამაზი ტრადიცია“ აქვთ - წასვლის წინ რაღაც მემორანდუმებს მოაწერონ ხელი, იციან რა, რომ მიცემული დაპირებების შესრულება მათ შემცვლელებს მოუწევთ. ასე იყო მაშინაც, ასე მოხდა ახლაც.
- არც მთლად ასეა, ბატონი არნო. მაშინ, 2009 წელს კი - ქარტიის ხელმოწერიდან 11 დღეში უმცროსი ბუში უკვე არჩეულმა ბარაქ ობამამ შეცვალა, მაგრამ დღეს მემორანდუმის ხელმოწერიდან 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მთელი 4 თვეა.
- ერთი წუთით! როდიდან შეჰპირდა ვაშინგტონი ხიდაშელს ხელმოწერილი მემორანდუმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელების დაწყებას?! 2017 წლის 1 იანვრიდან! ანუ პრეზიდენტის არჩევნებიდან 2 თვის შემდეგ! და მეტად საეჭვოა, რომ დონალდ ტრამპმა, თუკი ის პრეზიდენტი გახდება, ეს მემორანდუმი განახორციელოს - ანუ ნატოს შავი ზღვის ფლოტის შექმნა დაიწყოს და ამით პუტინი გააბრაზოს. როგორც ცნობილია, ტრამპი აშშ-ის უცხოურ სამხედრო კამპანიებში მონაწილეობის სასტიკი წინააღმდეგია - ეს მისი საარჩევნო კამპანიის ნაწილია. ამიტომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც ამერიკულზე ზუსტად ერთი თვით ადრე ჩატარდება.
- და პირიქით - თუ ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებს, მემორანდუმი „მზის სინათლეს“ იხილავს?
- სწორედ ასეა. აშშ-ში ჰილარი კლინტონის გამარჯვება საქართველოში მიხეილ სააკაშვილის გამარჯვების ტოლფასია! გარდა ამისა, მიშკა - მისი საყვარელი სათამაშოა... გასულ კვირას კი დონალდ ტრამპმა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა ჯონ ბრენანმა დაადასტურეს, რომ ჰილარი კლინტონი ისლამური სახელმწიფოს და “არაბული გაზაფხულის” “დედიკოა”. ანუ ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აფრიკაში „ფერადი რევოლუციების“ პროექტი და ტერორისტული „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნა ამ ისტერიული დედაკაცის, ლესბოსელის სინდისზეა, რომელიც თავის ქმარს - აშშ-ს პრეზიდენტს - მძიმე საგნებით სცემდა!
სხვათა შორის, “ცე-რე-უ“-ს დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ კლინტონი ბევრ რამეს უმალავდა პრეზიდენტ ობამას, სანამ სიტუაცია კონტროლის ქვეშიდან არ გამოვიდა. არ გამოვრიცხავ, რომ ხიდაშელიც ასევე ატყუებდა ივანიშვილს...
2016 წლის 23 ივლისი
საქართველო, თბილისი
წყარო:: ИА REX