უცხოეთი
საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. დონალდ ტრამპი ყირიმს უნდა ეწვიოს, რათა საკუთარი თვალით ნახო ყირიმელების ცხოვრება და განიმტკიცოს პოზიცია ნახევარკუნძულის რუსული სტატუსის აღიარების ნაწილში, ამის შესახებ ნახევარკუნძულის პირველმა ვიცე–პრემიერმა მიხაილ შერემეტმა განაცხადა.
უწინ რესპუბლიკელმა განაცხადა, რომ აშშ–ის პრეზიდენტის პოსტზე მისი არჩევის შემთხვევაში იგი განიხილავს ყირიმის რუსეთად აღიარების საკითხს და მოსკოვისთვის სანქციების გაუქმებას.
„არავის გაუუქმებია ანდაზა, რომ ყურით გაგონილს თვალით ნანახი ჯობს. დასავლეთში ყირმის შესახებ ბევრი მცდარი ინფორმაციაა. ჩვენ სიხარულით შევეგებებით ყველა სტუმარს, ვინც დასასვენებლად ჩამოვა და ნახავს, რომ აქ მშვიდობა და კეთილდღეობა სუფევს“, – განაცხადა მიხაილ შერემეტმა.