უცხოეთი
საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. შეიარაღებული სამხედრო პირების მიერ სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ სამთვიანი საგანგებო მდგომარების გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში ჯამში 130 მედია საშუალება დახურეს. ინფორმაციას CNN ადგილობრივ სააგენტოზე - Analodu-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
დახურულ მედია საშუალებებს შორისაა 45 გაზეთი, 16 ტელევიზია და სამი ახალი ამბების სააგენტოც. ამასთან, გასულ კვირას კი, ფეტულა გიულენთან შესაძლო კავშირის ბრალდებით, 30-მდე ადგილობრივ რადიოსა და სატელევიზიო კომპანიას შეუჩერეს ლიცენზიები.