უცხოეთი
საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. უკრაინა უარს ამბობს რუსეთისთვის 3 მილიარდი დოლარის მოცულობის ვალის დაბრუნებაზე, რომელიც 2013 წელს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დროს აიღო – ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ალექსანდრ დანილიუკმა განაცხადა.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ევროკავშირთან უკრაინის ასოცირების პროცესი შეაჩერა, ვალდიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, უკრაინის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში 15 მილიარდი დოლარი ჩადოს.
კიევმა 3 მილიარდი დოლარის მოცულობის ორწლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა, რომელიც რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდმა შეიძინა. მალე უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა და ვალის საკითხი დავის საგანი გახდა.