აქტუალური
„გიორგი პაპუაშვილის განცხადება მოულოდნელი იყო“ - მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი

 საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილ მთავარ პროკურატურაში გიორგი პაპუაშვილის განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდა.

პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ლალი ფაფიაშვილმა განაცხადა, რომ მას ორი შეკითხვა დაუსვეს - იყო თუ არა ზეწოლა მასზე ან მის ახლობლებზე და აქვს თუ არა ინფორმაცია რომელიმე კოლეგის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე. ფაფიაშვილის თქმით, მას ზეწოლის შესახებ ინფორმაცია კოლეგების მხრიდან არ მოუსმენია.

ლალი ფაფიაშვილის განმარტებით, გიორგი პაპუაშვილის განცხადება მისთვის მოულოდნელი იყო.