სამართალი
„პრეზიდენტს ვურჩევ, პროკურატურას მიმართოს“ – იუსტიციის მინისტრი

  საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. ასე გამოეხმაურა თეა წულუკიანი გიორგი მარგველაშვილის განცხადებას სამართალდამცველების მხრიდან მისი ოჯახის წევრზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ.

მინისტრი ამბობს, რომ პრეზიდენტის განცხადებაზე სხვა შეფასებას ვერ გააკეთებს.

“როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრს ან მისი სამსახურის თანამშრომელს თუ ინსტიტუტის წარმომადგენელს ემუქრებიან, ამისათვის სრული მზაობა აქვთ ძალოვან სტრუქტურებს, იმისთვის, რომ ეს ინფორმაციები მოისმინონ, მიიღონ, დააოქმონ და იქ, სადაც საჭიროა, დაიწყოს გამოძიება”, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.