აქტუალური
"გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს შანტაჟი" - პრემიერი კვირიკაშვილი

  საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. პრემიერ–მინისტრი პრეზიდენტის მიერ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას პასუხობს, სადაც გიორგი მარგველაშვილი მისი ოჯახის წევრზე განხორციელებული ზეწოლის მცდელობის ფაქტზე საუბრობს.

“მე მქონდა საუბარი პრეზიდენტთან ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ და მაშინვე დავავალე შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ სასწრაფოდ უნდა გაირკვეს ეს საკითხი. მე გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს შანტაჟი და პოლიტიკური კომპონენტი იყოს ამაში. თუ აქ იყო რაიმე პროცედურული დარღვევა, შესაბამისი რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბო: გამოვრიცხავ, რომ აქ იყოს რაიმე პოლიტიკური კომპონენტი. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებამდე ნებისმიერმა ჩვენგანმა - მეც, პრეზიდენტმაც, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც - უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სამართალდამცავებს”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.