აქტუალური
"მარგველაშვილს ცოტა ზედმეტი დოზა ჰქონდა ალკოჰოლის მიღებული" - მანანა კობახიძე

  საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პრეზიდენტის ბრიფინგს ეხმაურება, რომელზეც მარგველაშვილმა პაპუაშვილის სკანდალურ განცხადებასთან ერთად მისი ოჯახის წევრზე განხორციელებულ ზეწოლის მცდელობაზეც ისაუბრა.

კობახიძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მარგველაშვილი, შესაძლოა, პრესკონფერენციაზე ზედმეტი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

„დაიწყო პაპუაშვილით, გააგრძელა კორცხელით, დაამთავრა თავისი ნათესავით. მე გამიჩნდა განცდა, რომ ცოტა მეტი დოზა ჰქონდა ალკოჰოლის მიღებული. ზოგადად უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები, ძალიან უყვარს ვისკი, მარტინი და ვფიქრობ, რომ ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული. ეს ღიმილი - თუ ზეწოლებია, არაფორმალური კავშირებია და ქვეყანა იქცევა, შენ რა გაცინებს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ. ამიტომ, როცა პრეზიდენტი ბრიფინგს მართავს რაღაც ღირებული უნდა თქვას, მე პრეზიდენტმა დამაბნია“, - აცხადებს მანანა კობახიძე.