აქტუალური
„ახალგაზრდა ადვოკატები“ – „გიორგი პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო“

  საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. აღნიშნულის თაობაზე არჩილ კაიკაციშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კაიკაციშვილის განცხადებით, გიორგი პაპუაშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ მხარედ აქცია, სასამართლო სტრუქტურა გადაიქცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისა თუ აქტივისტების დასაქმების ადგილად და დროა, საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივი პასუხი გასცეს უცხო ქვეყნის მოქალაქის, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის საშინაო საქმეებში მონაწილეობას.

ბატონი პაპუაშვილი... ქართული კონსტიტუციის და სამართლისქურუმი, დღემდე მოქალაქე როლანდ ბლადაძისთვის უკანონოდ წართმეულ ბინაში ცხოვრობს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ერთგული სამსახურის პირობით, ათას ლარად აჩუქა. მაგრამ ამჯერად ჩვენ მორიგი აქტის მოწმენი გავხდით ქართული თემიდის მარიონეტულ ავანსცენაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისა და, საერთოდ, იურისტისთვის აბსოლუტურად უზნეო და არაეთიკური განცხადება გააკეთა ბატონმა პაპუაშვილმა, რომელმაც ყოველგვარი სამხილების და ფაქტების წარმოდგენის გარეშე ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ ზეწოლასა და თვალთვალზე. შემირცხვენია საკონსტიტუციო სასამართლოს ის მოსამართლე, რომელსაც საკუთარი უფლებების სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით დაცვა არ შეუძლია და რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ადვოკატობას საჭიროებს”, - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

მოვითხოვ, აღიკვეთოს ოდესის გუბერნატორის ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში. მოვითხოვ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებები მიუკერძოებლად და ობიექტურად შეაფასოს დიპლომატიურმა კორპუსმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა. გიორგი პაპუაშვილის ბოლოდროინდელი ნაბიჯები არჩევნების წინ სიტუაციის დესტაბილიზაციაზეა გამიზნული, - დასძინა არჩილ კაიკაციშვილმა.