უცხოეთი
საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ნორმანდიის რეგიონში მდებარე ეკლესიაზე თავდასხმისას დანებით შეიარაღებულმა ორმა პირმა ერთი მძევალი მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “ფრანს პრესი” ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, მოკლულია მღვდელი.
BBC-ის ცნობით, ორივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მათი ვინაობა და ქმედების მოტივი ჯერ უცნობია.
ეკლესიასთან მობილიზებულები არიან სასწრაფო დამხარების ბრიგადები და სპეცრაზმი.
დანებით შეიარაღებულმა ორმა მამაკაცმა 4-დან 6-მდე ადამიანი მძევლად ეკლესიაში დღეს დილით აიყვანა. ინციდენტი ქალაქ რუანიდან 10 კილომეტრში, სენ ეტიენ დიუ რუვრეს ეკლესიაში მოხდა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, მძევლებს შორის მღვდელი და ორი მონაზონი იყვნენ.