უცხოეთი
საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის მონაწილეობა აშშ–ის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციაში ჯერჯერობით გამორიცხულია, განუცხადა ტელეარხ Sky News Arabia–ს აშშ–ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა კოალიციაში ბრეტ მაკგერკმა.
„აშშ არ ენდობა მოსკოვს, რომელიც მხარს უჭერს სირიის ხელისუფლებას მატერიალურად და სამხედრო თვალსაზრისით“, – განმარტა მაკგერკმა.
საერთაშორისო კოალიცია, აშშ–ის ხელმძღვანელობით, 2014 წლიდან არსებობს და მოქმედებს ერაყსა და სირიაში.