საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. ერევანში ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ შორის სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე.
როგორც ხელისუფლებასა და თავდამსხმელებს შორის მომლაპარაკებელმა, მთიანი ყარაბაღის ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეიარაღებულმა ჯგუფმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარედ 24-საათიანი პრესცენტრის გახსნა მოითხოვა.
შეიარაღებულ პირთა ჯგუფმა ერევნის ერებუნის რაიონში მდებარე პოლიციის განყოფილება შტურმით 17 ივლისს აიღო და იქ მყოფები მძევლად აიყვანა.
თავდამსხელები ოპოზიციონერ ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებასა და პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.
18 ივლისიდან პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარედ შეიარაღებული ჯგუფის მხარდამჭერები აქციებს მართავენ. პოლიციამ დემონსტრანტები რამდენჯერმე დაარბია და ათობით აქტივისტი დააკავა.