საზოგადოება
ფლორიდაში ღამის კლუბში სროლის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 17 ადამიანი

 საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი.  ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

ინციდენტი ქალაქ ფორტ-მაიერსში მდებარე Club Blu-ში მოხდა, სადაც ძირითადად მოზარდები იმყოფებოდნენ.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, შეიარაღებული პირი კლუბში შევიდა და იქ მყოფ ხალხს ცეცხლი გაუხსნა. მომხდარის დეტალები უცნობია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.