საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. რუსეთსა და თურქეთს შორის უწინდელი ნდობის აღდგენა დამოუკიდებულია იმაზე, თუ როგორ მიუდგებიან მხარეები ამიერიდან ურთიერთქმედებას როგორც ორმხრივ საკითხებში, ისე სირიის კრიზისის დარეგულირების საქმეში, განაცხადა პარასკევს რფ–ის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„აღდგება თუ არა უწინდელი ნდობა, ძალიან აბსტრაქტული კატეგორიაა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მივუდგებით ურთიერთქმედებასა და კონტაქტებს, თანაც არა მარტო ორმხრივ კონტაქტებს, არა მხოლოდ იმას, თუ მომავალში როგორ ვივაჭრებთ, არამედ ერთობლივად როგორ ავაშენებთ რამეს, განვახორციელებთ რაიმე საინვესტიციო პროექტებს. თუმცა, კიდევ ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ურთიერთქმედება გვექნება სირიის კრიზისის დარეგულირების საქმეში“, – განაცხადა ლავროვმა ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.