პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ სამეგრელოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

  საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. 23 ივლისს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოს რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

“სამეგრელოს როლი ისტორიულად ყოველთვის ძალიან დიდი იყო და დღესაც ასეა. მეგრელები ყოველთვის ამბობდნენ თავის სიტყვას, როდესაც საქმე ჩვენი სამშობლოს ერთიანობას და თავისუფლებას ეხებოდა”, - განუცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ, პარტიის მრავალრიცხოვან მხარდამჭერებს.

„ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდში წარმოადგენს მერაბ ქვარაია, ზუგდიდის რაიონში ედიშერ თოლორაია, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გოგა გულორდავა, ხობში გოდერძი ბუკია, სენაკში ირაკლი ბერაია, მარტვილსა და აბაშაში ოთარ დანელია, ფოთში კი ირაკლი ხახუბია.

გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას სამეგრელოს  უდიდეს პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს მაქსიმალურად უნდა იქნეს ათვისებული.

ამის ერთ-ერთი უნიკალური შესაძლებლობაა ანაკლიის პორტი, რომლის ამოქმედება არა მარტო სამეგრელოში გააუმჯობესებს მნიშვნელოვნად ვითარებას, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკას მისცემს სერიოზულ ბიძგს. ეს იქნება იმ მასშტაბის პროექტი, რომელიც ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის და, პირველ რიგში, სამეგრელოს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე აისახება”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას  მთავრობის ახალ, მნიშვნელოვან ინიციატივაზე მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ თბილისის შემდეგ ტექნოლოგიური პარკი ზუგდიდში გაიხსნება, რომელსაც ზუგდიდში მდებარე სამთავრობო რეზიდენცია დაეთმობა. მთავრობის მეთაურის შეფასებით,  ეს იქნება ადგილი, სადაც ახალგაზრდები საკუთარი ინოვაციური იდეებითაც მივლენ და დაფინანსების მოპოვებას შეძლებენ.

ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით დამწყებ ბიზნესს, წავახალისებთ და დავაფინანსებთ ახალ იდეებს, რაც, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს სამეწარმეო სულისკვეთების გაჩენას და, საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე და ხალხის კეთილდღეობაზე აუცილებლად აისახება“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მაგალითისთვის პრემიერმა მოსახლეობას ზუგდიდელი, 21 წლის ნემო ჯალაღონიას ისტორია გააცნო, რომელმაც ხის ნაკეთობების დასამზადებლად საჭირო საამქროსთვის სახელმწიფოსგან დაფინანსება მიიღო და ახლა საკუთარი, მცირე ბიზნესი აქვს.

ამავე კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა განათლების სისტემის შეცვლის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით,  ახალგაზრდებმა ისეთი პროფესიული განათლება უნდა მიიღონ, რომ   სწავლის დამთავრების შემდეგ საკუთარი შემოსავალი ჰქონდეთ.

მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას სიმტკიცისთვის მადლობა გადაუხადა და ისტორიული შერიგების პროცესში მათ როლზე გაამახვილა ყურადღება.

მე მჯერა, თქვენ, მეგრელები, უდიდეს როლს შეასრულებთ ისტორიული შერიგების პროცესშიხელი უნდა გავუწოდოთ  აფხაზ ძმებს და ჩვენკენ შემოვატრიალოთ ისინი. ამ შერიგებით უნდა დაიწყოს საქართველოს გამთლიანება და თქვენ ხართ ამ საქმეში ჩვენი მთავარი დასაყრდენი! რადგან აფხაზეთი აქედან ძალიან ახლოა, მინდა სწორედ სამეგრელოდან მივმართო აფხაზ ძმებს: მინდა გჯეროდეთ, რომ ჩვენ   გვინდა შერიგება, გვინდა მშვიდობა და ეს ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე დაამტკიცა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ  სამშვიდობო პოლიტიკის მაგალითი რუხის რეგიონალური მნიშვნელობის საუნივერსიტეტო კლინიკაა.

ჩვენი  სურვილია, რომ თქვენც ისარგებლოთ ამ ულტრათანამედროვე სტანდარტების კლინიკით. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ღირსეულად მიგიღებთ. იგივე შემიძლია ვთქვა რუხის სავაჭრო ცენტრზე, - ვისურვებ, რომ ეს ადგილი კიდევ ერთი გადებული ხიდი აღმოჩნდეს ჩვენ შორის“,-ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას  დევნილებსაც მიმართა  და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნისთვის ყველაფერს იღონებს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე 12 ათასზე მეტმა ოჯახმა  უკვე მიიღო მუდმივი საცხოვრებელი  და დღეს ეს ხალხი საკუთარ ჭერქვეშ  ცხოვრობს. ამჟამად კი,  ზუგდიდში,   ბინები 2 ათასზე მეტი დევნილი ოჯახისთვის შენდება.

გიორგი კვირიკაშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს გამარჯვება უსურვა.

 „დარწმუნებული ვარ, რომ ისინი წარმატებულად მიიტანენ ჩვენი  პარტიის,  ,,ქართული ოცნებისსათქმელს  თითოეულ ამომრჩევლამდეიქნებიან შეუპოვრები გამარჯვებისთვის ბრძოლაში და  ამით ყველანი ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენი საქართველო, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს ,-განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე სამეგრელოს მოსახლეობას ვიცე-პრემიერმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მიმართა.

არ გადაუხვიოთ იმ პროგრესის გზიდან, რაც ავირჩიეთ 4 წლის წინ და რაც შეუქცევადად მიგვიყვანს საერთო მიზნამდე. ჩვენ გვექნება მდიდარი, მშვიდობიანი და განვითარებული ქვეყანა“,-განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდში წარმოადგენს მერაბ ქვარაია. იგი არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, პროფესიით გახლავთ იურისტი და ეკონომისტი. ბატონი მერაბი ზუგდიდელია, მას ყველა კარგად იცნობთ. თავადაც კარგად იცის ქალაქისპრობლემები. ზუგდიდელებს მისი სახით საიმედო დასაყრდენი ეყოლებათ პარლამენტში.

ზუგდიდის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ედიშერ თოლორაია. იგი გახლავთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი, პროფესიით იურისტია,ახალგაზრდა და ენერგიული კაცია, რომელიც ასევე ენერგიულად გააგრძელებს ზუგდიდელების ინტერესების დაცვას პარლამენტში.

წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატად ,,ქართული ოცნება“ ასახელებს გოგა გულორდავას. ის არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი,პროფესიით იურისტია და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა პარლამენტამდე მიიტანოს წალენჯიხელების და ჩხოროწყუელების სათქმელი.

ხობს მაჟორიტარობის კანდიდატად ეყოლება გოდერძი ბუკია. იგი არის გამოცდილი პარლამენტარი, თავისი კუთხის ნამდვილი პატრიოტი და ყურადღებას არმოაკლებს ხობელებს.

სენაკის მაჟორიტარად ,,ქართული ოცნება“ ასახელებს ირაკლი ბერაიას კანდიდატურას. ირაკლი გახლავთ სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი. მას განათლება მიღებული აქვს ლონდონის ჭესტმინსტერ-ის  უნივერსიტეტში საერთაშორისო დიპლომატიის მაგისტრის წოდებით. იგი მუშაობდა „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორად და ასევე, შსს-ს რეფორმირების დეპარტამენტის დირექტორად. ირაკლი დღეს უძღვება გალისა და ერგნეთის ინციდენტების, პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფს ცენტრალური ხელისუფლებიდან. იგი საყოველთაოდ ცნობილია ამ კუთხითაც დღეს. ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ გამოცდილია ადამიანია.

 მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ დანელიაა - სოფლის მეურნეობის მინისტრი. ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურებისსააგენტოს დირექტორი. ოთარ დანელია წარმოშობით მარტვილელია, თავისი კუთხის პატრიოტია და ყველაფერს გააკეთებს როგორც მარტვილელების, ისეაბაშელების ინტერესების დასაცავად.

ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატად სახელდება ირაკლი ხახუბია. იგი ბიზნესიდან მოდის პოლიტიკაში. ირაკლი ხახუბია არის წარმატებული ბიზნესმენი და ასეთივე წარმატებული იქნება პოლიტიკაშიც.