აქტუალური
პარტია ”თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსათვის” რუსეთში საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს

  საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. აღნიშნული განცხადება პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ლალი მოროშკინამ გააკეთა.

„კარს მოგვადგა არჩევნები და მოგეხსენებათ, რომ 2008 წლიდან რუსეთში საარჩევნო უბნები არ იხსნებოდა, სადაც 1 200 000 ქართველი მივიდოდა და დააფიქსირებდა თავის არჩევანს. თუ ჩვენ მივუდგებით იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობა აღდგა, მილიონობით  რუს ტურისტს ველოდებით და გვაქვს რუსი ვარსკვლავების კონცერტები, ასევე რამდენიმე რუსულად მომეტყველე რადიოარხი, მათ შორის ”შანსონი”, გაურკვეველია, რატომ ვუკრძალავთ საქართველოს მოქალაქეებს, ხმა თავის რჩეულ პარტიას მისცენ. შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ცესკო-ს მისცეს უფლება, რუსეთში გაიხსნას საარჩევნო უბნები. თან ამისი რეალური საშუალება არსებობს იმიტომ, რომ რადგან არ არის დიპლომატიური ურთიერთობა, შვეიცარიის საელჩო ასრულებს ამ ფუნქციებს და ამის ბერკეტი არსებობს. თუ არსებობს აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ე.ი. ვიღაცას სჭირდება ამ ურთიერთობის აღდგენა და დალაგება. შესაბამისად, რადგან ეს ფორმატი არსებობს, ჩვენ წავართვათ ხმა 1 200 000 მოქალაქეს, ეს იქნება გაყალბების მცდელობა. იმიტომ, რომ წართმეული ხმის ადგილზე მოდის არსაიდან მოსული ხმები”, - განაცხადა ლალი მოროშკინამ.