აქტუალური
„ქართულმა ოცნებამ“ იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

  საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 22 ივლისს ვანის მოსახლეობას, ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ ლილუაშვილი წარუდგინა. 

გიორგი ლილუაშვილი ძალიან გამოცდილი ადამიანია. იგი „ქართუ“ ჯგუფის გენერალური დირექტორი იყო. დღეს იგი თბილისის მერის მოადგილეა და უნდა ვთქვა, რომ დიდი დანაკლისი იქნება დედაქალაქისთვის. მინდა წარმატება ვუსურვო. გიორგი ლილუაშვილი იქნება თქვენი ხმა საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ვანს უნდა დავუბრუნოთ ძველი დიდება, აღვადგინოთ მუზეუმი, რისთვისაც ბიუჯეტში შესაბამისი თანხებია მობილიზებული. მაქსიმალური ყურადღება უნდა მივაქციოთ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ვანის მოსახლეობას სიტყვით მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ 8 ოქტომბერს და ეს არ იქნება პარტიის გამარჯვება - ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება!“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ჩვენ ძალადობას ერთად ვუთხარით უარი და გადავედით ახალ ეტაპზე. ასევე ერთად უნდა შევინარჩუნოთ მიღწეული თავისუფლება, განვავითაროთ ჩვენი რაიონი და ქვეყანა“,- განაცხადა თავის მხრივ გრიგოლ ლილუაშვილმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იმერეთის რეგიონში:

 ქუთაისის 47-ე ოლქში კენჭს იყრის გენადი მარგველაშვილი,

ქუთაისის 48-ე ოლქში დიმიტრი მხეიძე,

ქუთაისის 49-ე ოლქში კობა ნარჩემაშვილი,

წყალტუბოში - ცოტნე ზურაბიანი,

ზესტაფონში - შალვა კიკნაველიძე,

თერჯოლა-ტყიბულში ,,ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს ელგუჯა გოცირიძე,

საჩხერეში - პაატა კვიჟინაძე,

ვანი-ხონის ოლქში გრიგოლ ლილუაშვილი,

ჭიათურაში სულხან მახათაძე,

ბაღდათი-ხარაგაულის ოლქში კობა ლურსმანაშვილი,

სამტრედიაში გია მიქელაძე.