პოლიტიკა
სერგეი ლავროვი - ნატოში რუსეთისგან სულ უფრო მეტი ქვეყნის დაშორებას გეგმავენ

  საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. ნატო-ს თავის რიგებში სულ უფრო მეტი ქვეყნის ჩართვა და მათი რუსეთისგან დაშორება სურს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვლადიმირის ოლქში ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოსავლისას განაცხადა.

"მათ უარი თქვეს ჩვენს შეთავაზებაზე უსაფრთხოების ერთიანობის უზრუნევლყოფის შესახებ: უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი სხვების ნაცვლად. ამის მაგივრად, მათ სურთ, ნატო-ში სულ უფრო მეტი ქვეყანა ჩართონ, ისინი რუსეთს დააშორონ", - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის მთავარი დიპლომატის აზრით, ბუქარესტის სამიტზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ წაახალისა  2008 წლის აგვისტოში მიხეილ სააკაშვილის ქმედებები.

"2008 წელს ბუქარესტში ნატო-ს სამიტზე ხანგრძლივი დავის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, გაუგზავნონ თუ არა ოფიციალური მოწვევა საქართველოს და უკრაინას, რომ მათ ალიანსში გაწევრიანების პროგრამა დაიწყონ. ფორმალური, იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, თუმცა მათ ამის კომპენსაცია მოახდინეს საბოლოო დოკუმენტში პოლიტიკური ფრაზით - ნატო-ს წევრები დარწმუნებულები არიან, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ში იქნებიან. ყველაფერი ეს 2008 წლის აპრილში მოხდა, ხოლო უკვე აგვისტოში სააკაშვილმა ასეთი დაპირების გამო თავი დაკარგა და მან ცხინვალზე, რუს და ოს მშვიდობისმყოფელებზე შეტევის განკარგულება გასცა. ნატო-ს წამახალისებელმა ფრაზამ - თბილისი იქნება ნატო-ში - თავისი როლი შეასრულა. ამაში მე ეჭვი არ მეპარება", - განაცხადა ლავროვმა.