უცხოეთი
ერდოღანმა თურქეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

 საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ქვეყანაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ერდოღანის თქმით, აღნიშნული ზომა აუცილებელია 16 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებული საფრთხეების გასანეიტრალებლად.

 თურქეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ სწრაფად გააუვნებლყოფს ტერორისტული ორგანიზაციის ყველა ელემენტს, რომელიც სახელმწფიო გადატრიალების მდელობაში იყო ჩართული”.

 საგანგებო მდგომარეობის დაწესების გადაწყვეტილების შესახებ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები არ დაზარალდება.

 “ჩვენ არასდროს მივდიოდით დათმობებზე, როდესაც საქმე დემოკრატიას ეხებოდა.  და არასდროს წავალთ”, - განაცხადა პრეზიდენტმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 თურქეთში ამბოხის შემდეგ დაკავებულია ან სამსახურიდან გათავისუფლებულია 45 ათასზე მეტი ადამიანი.