საპყრობილე ვადამდე 27 პატიმარმა დატოვა

შეწყალების კომისიისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საახალწლო შეწყალების ფარგლებში 27 პატიმარმა საპყრობილე ვადამდე დატოვა. როგორც ცნობილია, შეწყალებულ პატიმართა შორის 3 არასრულწლოვანი და ერთი ქალია.
შეგახსენებთ, რომ 31 განცხადებიდან, მხოლოდ ოთხმა ვერ მიიღო დადებითი პასუხი. შეწყალების კომისია, აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციებს განაგრძობს და ამ ეტაპზე კიდევ 100 პატიმრის საქმეს განიხილავს.