უცხოეთი
კიევში ჟურნალისტი პაველ შერემეტი დაიღუპა

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. კიევში ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი პაველ შერემეტი დაიღუპა. უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, იგი იმ მანქანაში იჯდა, რომელიც კიევის ცენტრში აფეთქდა.

როგორც ცნობილია მანქანა Украинская правда- მთავარ რედაქტორს, ალენ პრიტულეს ეკუთვნოდა. ინციდენტის დროს თავად ავტომობილის მფლობელი შიგნით არ იჯდა.

აფეთქების ხმა ადგილობრივი დროით 07:45-ზე გაისმა, მაშინ როდესაც შერემეტი Радио Вести-ს ეთერში გასასვლელად მიემგზავრებოდა, სადაც ის წამყვანი იყო.

შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი პოლიცია და ოპერატიული საგამოძიები სამსახურები მუშაობენ. შემთხვევიდან მალევე ადგილზე უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე გამოცხადდა.

"ამ საქმის გახსნა პოლიციის ღირსების საკითხია. ეხლა მეც შოკში ვარ, ის ჩემი მეგობარი იყო, ამიტომ ამ საქმეს პირად კონტროლზე ავიყვან. ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ, როგორც კი რაიმე მტკიცებულებას მოვიპოვებთ. ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ. მთავარია დადგინდეს რა სახის აფეთქებასთან გვაქვს საქმე,"-განაცხადა დეკანოიძემ. 

გენერალურმა პროკურორმა კი შერემეტის გარდაცვალებას მკვლელობა უწოდა.