უცხოეთი
საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტი მოჰყვა, თუ რატომ მიმართა მოსახლეობას ამბოხის ღამეს სმარტფონებისთვის გათვალისწინებული მობილური აპლიკაცია Facetime-ით. „მინდოდა მომეწვია ტელევიზიის მუშაკები, მედია და მიმემართა მთელი თურქი მოსახლეობისთვის ეკრანებიდან, მაგრამ ხალხმა სახლებში ვერ შეძლო ნაციონალური ტელეკომპანიების ტრანსლაციის ყურება. ჩვენ მოგვიწია სათადარიგო გეგმაზე გადართვა – გამოვიყენეთ სმარტფონი და რიგი კერძო ტელეარხები“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ტელეარხ CNN-თან ინტერვიუში.
ტაიიპ ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ პუტჩის დასაწყისში იგი ოჯახთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა მარმარისზე და ქალაქში კიდევ 10–15 წუთს რომ გაჩერებულიყო, მას მოკლავდნენ ან დაატყვევებდნენ მეამბოხეთა სპეცოპერაციის მიმდინარეობისას.