საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. აშშ–ის რესპუბლიკურმა პარტიამ ორშაბათს მიღებულ პოლიტიკურ პროგრამაში გააკრიტიკა აშშ–ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა, დაადანაშაულა რა ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციაში. „ობამას ადმინისტრაციას და სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს იმდენად ცუდად მიჰყავდათ საქმეები „არაბულ გაზაფხულთან“ მიმართებაში, რომ მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია მოახდინეს“, – ნათქვამია რესპუბლიკელთა პროგრამაში.
მათ ასევე გააკრიტიკეს ობამა იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო მსოფლიო თანამეგობრობის გაერთიანება სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადის წინააღმდეგ, რომელიც რესპუბლიკელებმა „ასობით ათასი“ სირიელის მკვლელობაში დაადანაშაულეს. ასევე რესპუბლიკელებმა მოახდინეს სახიფათო მტრის გამოჩენის კონსტატაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სახით.
სოლიდარობას უცხადებენ თუ არა ქართველი რესპუბლიკელები (საქართველოს რესპუბლიკური პარტია უსუფაშვილი–ხიდაშელით სათავეში, რომელიც ამჯამად აშშ–ში ვიზიტით იმყოფება) თავის ამერიკელ კოლეგებს, უცნობია...