უცხოეთი
„ჩვენ გვჭირდება რუსეთი ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად“ – სარკოზი

 საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და პარტია „რესპუბლიკელების“ ლიდერმა ნიკოლა სარკოზიმ ქვეყნის მთავარი ტელეარხის TF-1–ის ეთერში მკაცრად გააკრიტიკა მმართველი სოციალისტები ტერორიზმთან ბრძოლის არაეფექტიანი ზომების გამო.

 „გაზეთ Charlie Hebdo–ს წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტიდან გასული 18 თვის განმავლობაში არაფერი გაკეტებულა ტერორიზმთან საბრძოლველად“, – განაცხადა სარკოზიმ. „საფრანგეთი როგორც გარე, ასევე შიდა ომის მდგომარეობაში აღმოჩნდა. აუცილებელია ტოტალური ბრძოლა ვაწარმოოთ ტერორიზმთან, ვებრძოლოთ ჩვენს მტრებს, რომლებიც არაფრის წინაშე უკან არ იხევენ და არ აღიარებენ საზღვრებს – და ხელი არ უნდა აგვიკანკალდეს“, – აღნიშნა სარკოზიმ.

 „რაც შეეხება საგარეო ოპერაციებს, საფრანგეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაამყაროს კონტაქტები რუსეთთან, რათა სირიაში ორი კოალიციის ნაცვლად იმოქმედოს ერთმა. ჩვენ გვჭირდება რუსეთი ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად“, – განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ.