საზოგადოება
ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს, არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგს ზიანს მიაყენებს

 საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ლეგიტიმური ინსტიტუტების დაცვა საჭირო იყო, მაგრამ დაცვას ასევე საჭიროებს კანონის უზენაესობაც.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ ეირომ ოფიციალურ ანკარას მოუწოდა, თავი შეიკავოს ისეთი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისგან, რომელიც დემოკრატიის გზიდან უხვევს.

პარალელურად, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალებასთან კავშირში ეჭვმიტანილთა დაკავებები გრძელდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული რეიდების შედეგად 100-ზე მეტი გენერალი და ადმირალი დააპატიმრეს. 8 ათასი პოლიციელი კი სამსახურიდან დაითხოვეს.

პარალელურად თურქეთში გრძელდება სახელმწიფო გადატრიალებაში ეჭვმიტანილთა დაკავება. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული რეიდების შედეგად დაკავებულია 100–ზე მეტი გენერალი და ადმირალი, 8 ათასი პოლიციელი, 30 გუბერნატორი და 2500 მოსამართლე დ ა პროკურორი გათავისუფლებულია სამსახურიდან, ბევრი მათგანი დაკავებულია, ასევე დაკავებულია 6000 სამხედრო.