სამართალი
ოპოზიციური მოძრაობის – “7 ნოემბერი“ წევრი დაჩი ცაგურია, მისადმი მუქარასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვს, მან პროკურატურაში განცხადება უკვე შეიტანა.
”დამემუქრნენ, რომ მოახდენდნენ ჩემს ფიზიკურ ლიკვიდაციას, მუქარები იყო ჩემს ოჯახთან მიმართებაშიც. სატელეფონო მუქარა ჩავიწერე და ამ ჩანაწერსაც დავურთავ საჩივარს”, -განაცხადა ცაგურიამ.
დაჩი ცაგურიას განცხადებით, გუშინ ფეისბუქზე ეკა მათიაშვილზე თავდამსხმელის ფოტო დადო, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ეს პირი თემქის IV მიკრორაიონში მცხოვრები, 26 წლის ოთარ გვენეტაძეა. ცაგურია მის სახლთან აქციის გამართვასაც არ გამორიცხავს.
დღესვე პროკურატურაში განცხადებას ”ქართული პარტიაც” შეიტანს და ეკა მათიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვს.