უცხოეთი
მკვლელმა მძღოლმა ნიცაში ტერაქტის წინ ნათესავებს 100 ათასი ევრო და სელფი გაუგზავნა

 საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. საბარგო მანქანის მძღოლმა მუჰამედ ლაუეჟ ბულელმა ნიცაში სანაპიროზე ტერაქტის წინ, ტუნისში მცხოვრებ თავის ოჯახს სელფი გაუგზავნა და განაცხადა, რომ ბედნიერია. ამასთან, ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე მან ნათესავებს 100 ათასი ევრო გაუგზავნა.

„მან სელფი გამომიგზავნა და მითხრა, რომ ბედნიერია და მის ცხოვრებაშ ყველაფერი რიგზეა“, – განაცხადა ბულელის 19 წლის ძმამ ჯაბერმა.

ბულელების ოჯახის მეზობლის განცხადებით, ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე მან 100 ათასი ევრო გამოგზავნა და ოჯახს ძალიან გაუკვირდა, რომ საფრანგეთში 8–წლიანი ცხოვრების მანძილზე მან ამხელა თანხის დაგროვება შეძლო. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ამჟამად ამ ფულით ბულელების ოჯახი სახლს იშენებს.