უცხოეთი
საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. ერევანში, პოლიციის შენობაში გამაგრებულმა შეიარაღებულმა პირებმა ერთი მძევალი გაათავისუფლეს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის, პოლიციის შენობაში ხუთი მძევალი რჩება, მათ შორის, პოლიციის მაღალჩინოსნები - ვარდან ეგიაზარიანი და ვალერი ოსიპიანი.
მედიის ცნობით, სომხეთში 200-მდე ადამიანია დაკავებული, რათა მათი პოლიციის შენობის დაკავებასთან კავშირი დადგინდეს.
პოლიციის შენობა ოპოზიციის წარმომადგენლებმა 17 ივლისს დაიკავეს. შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა - გარდაიცვალა ერთი სამართალდამცველი.