საზოგადოება
თამაზ მეჭიაური: „ბიძინა ივანიშვილის გარეშე „ქართული ოცნების“ სიას არანაირი პერსპექტივა არ აქვს“ (ვიდეო)

 საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" ახალ გუნდს თამაზ მეჭიაური და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც “ათეთრებდნენ” წინა ხელისუფლების დროს მომხდარ დარბევებს, დღეს, შესაძლოა, “ქართული ოცნების” სიაში აღმოჩნდნენ (ვიდეო იხ. აქ).

 მეჭიაურმა "იბერიას" გადაცემა „პრიორიტეტში" ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილი გარკვეულწილად მოქცეულია დასავლეთის გავლენის ქვეშ (ვიდეო იხ. აქ).

 “ჩვენ მთავარი ოპოზიციური ძალა ვართ როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე დანიშნული ოპოზიციისთვისაც, რომლებიც ორივე იმართებიან ამერიკიდან“, - აღნიშნა  თამაზ მეჭიაურმა.